saqarTvelos CanCqerebi - oCxomuris CanCqeri
მდებარეობა | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 42°36`06` ჩ. გ. 42°18`00` ა. გ. |
სიმაღლე | 100 - 120 მ |
ვარდნილები | 3 |
მდინარე | ოჩხომური |
ჩანჩქერი საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მიგარიის კირქვულ მასივზე, მდინარე ოჩხომურის სათავეში, ზღვის დონიდან 800 მ სიმაღლეზე. ჩანჩქერის ერთობლივი სიმაღლე 100-120 მ-ია. იგი შედგება სამი საფეხურისაგან, თუმცა შორიდან შეხედვისას ერთ მთლიან სვეტად აღიქმება. საფეხურების ძირში პატარა ტბებია. ჩანჩქერის გარშემო არსებული ტენიანობა იწვევს მის მიმდებარე ტერიტორიებზე თავისებური ფლორისა და ფაუნის ჩამოყალიბებას, აქ მრავლადაა სხვადასხვა იშვიათი, ენდემური თუ რელიქტური სახეობა, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ბზის კორომებს. მოქცეულია ხშირი კოლხური ტყით შემოსილ ადგილში. ჩანჩქერი ტურისტულ-რეკრეაციული თვალსაზრისით საინტერესოა, რაც მნახველზე დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს. ოჩხომურის ჩანჩქერი ბუნების ძეგლია.